
"ივანიშვილს მხოლოდ გაბრაზებული ქართველი ხალხის და რევოლუციური ცვლილებების ეშინია" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს "საქართველო ქართველების გარეშე" უნდა.
დღეს, ბატონმა შათირიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა პირდაპირ გვითხრა რა არის ბიძინა ივანიშვილის მიზანი და ოცნება ამ ქვეყანაში - წადით ემიგრაციაში ყველაო და განსაკუთრებით, ახალგაზრდები თუ წავლენ და იქ დარჩებიან ძალიან კარგი იქნებაო. საქართველო ქართველების გარეშე, ეს არის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა და მე მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი აქვთ გაცნობიერებული.
საერთოდ ფეხებზე კიდია ამ არჩევნების შიში "ქართულ ოცნებას", მუხლზე გადაიხევს "ლელოსაც" და გახარიასაც. ქართველი ხალხის ეშინია. გაბრაზებული ქართველი ხალხის და რევოლუციური ცვლილებების, მხოლოდ ეს არის, რისიც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, არანაირი ე.წ. არჩევნების და რუსული სპეცოპერაციის მას არ ეშინია," - განაცხადა ანა წითლიძემ.