
სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, ს.კ. იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, ს.კ-ს ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს.