
კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მისი აღსრულება ნებისმიერი ადამიანისთვის სავალდებულოა! მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, რომელიც პოლიციის მიერ, ოპოზიციონერი ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟის ავტომობილის გადამოწმების მიზნით დათვალიერების ფაქტს ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟორჟოლიანს ალბათ გაახსენდება ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებთან პნევმატური იარაღით გამოჩნდა და რომლის ბულინგის კამპანიას ოპოზიციური აქტივი, მათ შორის, ჟორჟოლიანი, აქტიურად აწარმოებდა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანასწორია, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც სხვის შვილზე, როგორც კრიმინალზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მსჯელობდნენ, იმედია პოზიციებს გადახედავენ.
"კანონის წინაშე ყველა თანაბარია და მისი აღსრულება ნებისმიერი ადამიანისთვის სავალდებულოა! მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა.
დღეს ს.კ.-ს ავტომობილიდან ამოიღეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ, არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".
კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით.
ამოღებული საგანი გაგზავნილია ექსპერტიზაზე და მანამ სანამ ყველაფერი არ დადგინდება, არავის აქვს უფლება ისაუბროს პირის მიერ კანონის დარღვევა არ დარღვევაზე.
პ.ს. ნანუკა ჟორჟოლიანს ალბათ გაახსენდება ის ახალგაზრდა, რომელმაც აქციის მონაწილეებთან პისტოლეტის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც პირველადი დათვალიერებით, (სავარაუდოდ იყო პნევმატური პისტოლეტი) და ის ყოველგვარი დადასტურების გარეშე კრიმინალად გამოაცხადეს, აბულინგეს და ამ ბულინგში წამყვანი როლი ჰქონდა თავად მას, ნანუკა ჟორჟოლიანს.
ლოგიკურია ამ შემთხვევაშიც არავისთვის უკითხავს კანონს იყო თუ არა ეს ახალგაზრდა ვინმე “ისეთის” შვილი.
თუმცა ალოგიკურია ის რომ ოპოზიციის აქტივს და ნანუკა ჟორჟოლიანს კითხვა არ გასჩენია, მართლა კანონდამრღვევი იყო თუ არა მის მიერ სიტყვით განწირული პირი.
სამართლებრივ სახელმწიფოს თავისი სტანდარტი აქვს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ და დღეს ყველას მიმართ დაცულია ეს სამართლებრივი სტანდარტი.
დარწმუნებული ვარ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის შემთხვევაზე ყველაფერი დადგინდება და იმედია ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრე ადამიანები რომლებიც სხვის შვილზე რამდენიმე დღის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე როგორც კრიმინალზე, ისე მსჯელობდნენ, გადახედავენ საკუთარ პოზიციებს." - წერს თამთა მეგრელიშვილი.