რეზონანსი
26.09.2025

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ხანძრის დროს სახლში შუახნის კაცი იმყოფებოდა, ის თვითმხილველმა გადაარჩინა. 

გამვლელმა შემთხვევით შენიშნა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა, დაუყოვნებლივ გააჩერა ავტომობილი და კაცი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. საცხოვრებელი სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ის მთლიანად ხის იყო და სრულად დაიწვა," - განაცხადა თვითმხილველმა.

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×