რეზონანსი
26.09.2025

სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო შესწორებებს ეხმაურება.

„ელემენტარული საღი აზრი რომ კანონით გახდება დასაცავი. ასეთ პრობლემებს წარმოშობს უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე დიქტატი. სლოვაკეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირში ევროპული ღირებულებების დასაბრუნებლად. საღმა აზრმა ყველგან უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო შესწორებებს, რომელიც მხოლოდ ორ სქესს აღიარებს და ქორწინებაში არმყოფი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანის, ასევე სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×