რეზონანსი
26.09.2025

გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრას ეხმაურება.

„ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შევხვდი ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობისგან გადახდები გათავისუფლებული იყოს საქართველოს გრანტების კანონისგან, ვინაიდან ისინი უკვე შეთანხმებულია წინა გერმანულ-ქართულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური იურიდიული კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს“, - წერს ფიშერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×