
თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, მოსახლეობასთან ყოველდღიურ შეხვედრებს განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატი, ამჯერად, ცოტნე დადიანის, რიონჰესის, ლომთათიძის, იმერეთისა და ღოღობერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი პრობლემა - იქ, სადაც მოძველებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, საჭიროა გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, რაიონში ბევრ მისამართზეა საჭირო გამაგრების სამუშაოები, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა. ბოლო 8 წელში ნაძალადევის რაიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა კიდევ არის მოსაგვარებელი მსგავსი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადაიჭრება“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში და ცოტნე დადიანის ქუჩაზე მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.