
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი EBRD-ის უახლეს მონაცემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოს შემთხვევაში აშკარაა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება გლობალური და რეგიონული გამოწვევების პირობებში.
მისივე თქმით, სწორად დაგეგმილმა ფისკალურმა პოლიტიკამ, ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა და უცხოური კაპიტალის მოზიდვამ შექმნა გარემო, სადაც ეკონომიკა რეალურად იზრდება და მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება.
„EBRD-ის უახლესი მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურია.
2025 წლისთვის პროგნოზირებული 7%-იანი ზრდა და 2026 წლისთვის 5%-იანი პროგნოზი არა მხოლოდ სტაბილურ და დინამიკურ განვითარებაზე მიუთითებს, არამედ გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღი და მზარდია, ვუსწრებთ, მრავალ ქვეყანას, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს.
შედარებისთვის, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებსაც ხშირად ადარებენ საქართველოს, სურათი სრულიად სხვაგვარია: მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 1,5%-ია, უკრაინაში კი 2,5%.
ეს მაჩვენებლები მკვეთრად ჩამორჩება საქართველოს პროგრესს და ხაზს უსვამს, რომ მართალია, ყველა ამ ქვეყანას აქვს საერთო მიზანი — ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, მაგრამ ეკონომიკური მოცემულობები განსხვავებულია.
საქართველოს შემთხვევაში აშკარაა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება გლობალური და რეგიონული გამოწვევების პირობებში.
სწორად დაგეგმილმა ფისკალურმა პოლიტიკამ, ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა და უცხოური კაპიტალის მოზიდვისკენ მიმართულმა ნაბიჯებმა შექმნა გარემო, სადაც ეკონომიკა რეალურად იზრდება და მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება.
მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე და შედეგიც თვალსაჩინოა.
ამ კონტექსტში საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო მყარად აყალიბებს ქვეყანას, როგორც სანდო პარტნიორს ევროპული ინსტიტუტებისთვის.
ეკონომიკური წარმატება მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებელი არაა — ეს არის პროგრესის ფაქტი რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები.“ - წერს მეგრელიშვილი.