
მზად ვართ და ველოდებით, რომ აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ჩვენ არავის ვერჩით და არავის ვებრძვით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ ტრამპის საუბართან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ჩვენ არავის ვერჩით და არავის ვებრძვით. როგორ შეიძლება, ვებრძოდეთ ან ამერიკას, ან ევროპას. ჩვენ გვინდა, რომ ის ურთიერთობები, რაც იყო ტყუილზე, სიცრუეზე, მუქარასა და ცილისწამებაზე დაფუძნებული, შეიცვალოს და ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ამაზე არაერთი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. ასე რომ, მზად ვართ და ველოდებით, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.