რეზონანსი
26.09.2025

წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, პოლიციელებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების, დაკნინების მცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარე დაფინანსებით, მათ შორის, იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ მემორანდუმზე „პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების გამოძიება" ხელმოწერას შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", რომელმაც ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება უზრუნველყო.

„ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", წარმატებით დავამტკიცეთ და ამ კანონმა უზრუნველყო უკვე პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის, რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების საშუალება," - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×