
ბავშვთა უფასო კვება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებების დანგრეული შენობები - თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ნაძალადევის რაიონში ბრიფინგი გამართეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ირაკლი კუპრაძის თქმით, მხოლოდ ნაძალადევის რაიონში 5 სკოლაა, რომელიც არ ფუნქციონირებს და მშობლებს საკუთარი შვილების ტარება მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც პრობლემებს ქმნის.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უფასო კვება საჯარო სკოლებში, რადგან ბავშვების დიდი ნაწილი დღეს საგაკვეთილო პროცესების დროს შიმშილობს.
„რეალურად, ჩვენ ახლა ვდგავართ ნაგავსაყრელთან, შუა ნაძალადევში, სადაც ტერიტორია სავსეა ნანგრევებით, ნაგვით, გამოყენებული შპრიცებით, აქ ნაგავსაყრელი კი არა, რეალურად უნდა იდგეს მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც 3 წლის წინ დაანგრიეს და დღემდე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული, ამან შექმნა დამატებითი პრობლემა ნაძალადევის მოსახლეობისთვის, როცა მშობლებს უწევთ, ბევრად მოშორებულ ტერიტორიებზე მათი ტარება, რაც იწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს. ტერიტორია არის მძიმე მდგომარეობაში, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, რაც დიდ საფრთხეს ქმნის აქ მცხოვრები ბავშვებისთვის. მხოლოდ ნაძალადევში, დღეს 5 სკოლაა დანგრეული, რომელზედაც პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლების, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე. ნაძალადევში მცხოვრებმა მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 5 სკოლა არის დანგრეული, არ არის გამოცხადებული ტენდერები, არის ნაგვის ბუდე, მათ უქმნის ყოველდღიურ პრობლემას და ხელისუფლებას ამაზე პასუხები არ გააჩნია. თბილისელების რეალური პრობლემები არც კახა კალაძეს და არც ცენტრალურ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ეს გარემო კი ამის თვალნათელი მაგალითია. გუშინ შევხვდი ნაძალადევის მოსახლეობას და იგივე მდგომარეობაა 113-ე სკოლასთან. ჩვენი მიზანია, რელური პრობლემები მოგვარდეს, ასევე ჩვენი პროგრამული მნიშვნელოვანი დაპირება, რომ ყველა საჯარო სკოლაში უნდა არსებობდეს უფასო კვება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველა კვლევის მიხედვით, ცხადია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესის დროს შიმშილობენ. მშობლებმა და მასწავლებლებმა კარგად იციან, რამდენად შიათ თქვენს ბავშვებს, როდესაც კარგავენ გონებას შიმშილისგან სასწავლო პროცესის დროს. ამიტომ, ჩვენი პროგრამული პირობით, თბილისელების მხარდაჭერის შემთხვევაში, ყველა საჯარო სკოლაში იქნება უფასო კვება, რომლითაც მხარს დავუჭერთ ჩვენს მომავალს, რომელიც უნდა ვითარდებოდეს ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ შევტავაზებთ თბილისელებს და თბილისელ 200 ათას მოსწავლეს. ამ პრიობას აუცილებლად შევასრულებთ, თბილისელებს ისღა დარჩენიათ, 4 ოქტომბერს, არჩევანი გააკეთონ კორუფციულ, რუსულ რეჟიმს, ანტიქართულ ოცნებასა და ევროპულ ოპოზიციას შორის, რომელიც გთავაზობთ უფასო კვებას, პენსიონერებს უფასო მედიაკმენტებს, მზურნველობას და ა.შ. უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, იობრძოლოთ თქვენი ფულებებისთვის და მოაგვაროთ, ჩვენთან ერთად, ეს პრობლემები- განაცხადა კუპრაძემ.