რეზონანსი
26.09.2025

რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე ქართულ ენაზე გამოსვლის ფაქტი გააკრიტიკა.  

როგორც მან აღნიშნა, ქართულ ჟღერადობას „დიდად არ აქებენ“.

„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის ოთახში გაჟღერდება ქართული ენა ნახევარი საათის განმავლობაში, მადლობა ამისთვის შეგვიძლია გადავუხადოთ. ქართული დამწერლობა ძალიან ლამაზია, მაგრამ ჟღერადობის რა გითხრათ, დიდად არ აქებენ სხვათა შორის“, - აცხადებს გიორგი რუხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×