
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო. კამპანიის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“.
ახალი კამპანიის ფარგლებში ლიბერთი განახლებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს თავის ბიზნეს და აგრო მომხმარებელს. მათ შორის, ბიზნეს სესხების პირობები მორგებულია მცირე, აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის სპეციფიკასა და სეზონურობაზე, სადაც გადახდის გრაფიკი შეესაბამება ბიზნესის საჭიროებებს.
ახალი სესხის აღება არა მხოლოდ ბიზნესისა და მეურნეობის განვითარებისთვის, არამედ პირადი მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი - აქვე უნდა აღინიშნოს, 50,000 ლარამდე თანხა გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, რაც უფრო მეტად ამარტივებს საბანკო პროცედურებს და მომხმარებელსა და ბანკს შორის ურთიერთობას.
„ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება, რამდენიმე წელია დინამიურად იზრდება და არაერთ დამწყებ და მოქმედ ბიზნესს მისცა განვითარების შესაძლებლობა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად მიეცეს საყვარელი საქმის განვითარების სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი ახალი საიმიჯო კამპანია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“.
ახალი შეთავაზების ფარგლებში ბიზნესზე მორგებული პროდუქტები და სერვისენი სრულად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მოქნილად მართონ ფინანსები და მიაღწიონ სასურველ შედეგებს. ჩვენი გუნდი მუდამ ორიენტირებულია თითოეულ მომხმარებელს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა.“- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ახალი საიმიჯო რგოლის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/cmgBk