რეზონანსი
26.09.2025

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. მა­მა­კაც­მა ყო­ფილ ცოლს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, მერე აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა სცა­და, მან ცე­ცხლი ჩა­აქ­რო, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თა­თია ლო­მი­ნა­ძე ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის.

კლი­ნი­კის ექი­მის, გუგა ქა­ში­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს სხე­უ­ლის ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბა აქვს და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

„სტა­ბი­ლუ­რად არის, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი. დე­ტა­ლებს ვერ შევ­ყვე­ბი და­ზი­ა­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. დი­აგ­ნო­ზი არის ძა­ლი­ან სა­ში­ში. იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე" - გა­ნუ­ცხა­და გუგა ქა­ში­ბა­ძემ „ambebi.ge"-ს.

პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზუ­რაბ ბურ­დუ­ლი.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით გულ-მკერ­დის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ყო­ფილ მე­უღ­ლეს, 1991 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ლ.-ს, რის შემ­დე­გაც ბენ­ზი­ნის შეს­ხმით მის დაწ­ვას შე­ე­ცა­და. მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ზ.ბ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი პირი სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×