რეზონანსი
25.09.2025

2025 წლის 24 სექ­ტემ­ბერს ერეკლე მეფის ძეგლის გახ­სნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. რო­გორც ით­ქვა, ძეგლის ეს­კი­ზი მო­ქან­და­კე მე­რაბ მე­რა­ბიშ­ვილს ეკუთ­ვნის. აწ გარ­დაც­ვლილ მო­ქან­და­კეს, რო­მე­ლიც არის ერეკ­ლე II-ის კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი ძეგლის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც თე­ლავ­ში 1971 წლის 30 აპ­რილს გა­იხ­სნა.

54 წლის შემ­დეგ კი, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით. ერეკ­ლე II-ის მო­ნუ­მენ­ტი უკვე თბი­ლის­ში, კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე მდე­ბა­რე ე.წ. სამ­გო­რის პარკში გან­თავ­სდა.

კრი­ტი­კოს­თან დიდი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ ქან­და­კე­ბა­ში ერეკ­ლე მეფე არ იც­ნო­ბა, რომ მას აქვს მონ­ღო­ლო­ი­დუ­რი იერი, ზო­გი­ერ­თმა კი მას­ში მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ამო­იც­ნო. მათ­გან არა­ერ­თს არ მოს­წონს მე­ფის დაშ­ვე­ბუ­ლი ხმა­ლი, სხვებ­მა კი ეს ხმა­ლი სა­ერ­თოდ ვერ და­ი­ნა­ხეს.

"ამბები" თბი­ლი­სის მო­ნუ­მენ­ტის შექ­მნა­ში ჩარ­თულ ერთ-ერთ სპე­ცი­ა­ლისტს, მო­ქან­და­კეს, ვახ­ტანგ ვარ­დო­სა­ნი­ძეს ე­სა­უბ­რა:

"ქან­და­კე­ბის კომ­ბი­ნატ­ში ვმუ­შა­ობთ 5 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, ჩა­მომ­სხმლე­ბი ვართ და ასე მოვ­ხვდით ამ პრო­ექ­ტში. 40 წელ­ზე მე­ტია ამ საქ­მე­ში ვართ და ჩვენ­თვის სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და. მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ და თან ამ­ხე­ლა მე­ფეს შე­ე­ხე­ბა საქ­მე. 4–5 თვე ვმუ­შა­ობ­დით ამ პრო­ექ­ტზე და ერ­თა­დერ­თი გა­მოწ­ვე­ვა სი­ცხე იყო, და­ნარ­ჩე­ნი დავძლი­ეთ. ჩვე­ნი გუნ­დია: უშან­გი ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი, თე­მურ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, თე­მურ ქო­ქი­აშ­ვი­ლი და ავ­თან­დილ კბილ­ცე­ცხლაშ­ვი­ლი და მე.

ად­გი­ლი არ­ქი­ტექ­ტორ­მა შე­არ­ჩია, ორმა მო­ქან­და­კემ გა­ა­დი­და ეს­კი­ზი, ესე­ნი არი­ან მალ­ხაზ ცის­კა­ძე და ჯონი გო­გა­ბე­რაშ­ვი­ლი. ძეგლი შე­იქ­მნა მე­რაბ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით. რე­ა­ლუ­რად ორი­ვე ძეგლი მე­რაბ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­საა, რო­გორც თე­ლა­ვის, ისე თბი­ლი­სის. ქარ­თლის დე­დაც ჩვენ­მა გუნ­დმა ჩა­მო­ას­ხა, ქუ­თა­ის­ში და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი... დიდი სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბო­დი გახ­სნას, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია იყო.

იძა­ხი­ან ხმა­ლი არ აქ­ვსო, არა­და, აქვს... ვი­საც და­ნახ­ვა არ უნდა, ვერ და­ი­ნა­ხავს ორი ხმა­ლიც რომ და­ა­კა­ვე­ბი­ნონ. მარ­ტო ერთი მხრი­დან რომ უყუ­რე­ბენ, მე­ო­რე მხრი­და­ნაც შე­ხე­დონ. ყვე­ლას­თვის მო­სა­წონს ვერ გა­ა­კე­თებ. ოქ­რო­ში რომ ჩა­მო­ას­ხა, ვი­ღაც იტყვის, ცუდი ხა­რის­ხის ოქ­რო­აო", - განაცხადა ვახ­ტანგ ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×