რეზონანსი
25.09.2025

საბერძნეთის ხელისუფლებამ მოლდოვის მიერ ძებნილი „დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი ლიდერი ვლადიმერ პლახოტნიუკი ოფიციალურ კიშინიოვს გადასცა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძებნილი ათენიდან კიშინიოვში ბადრაგის თანხლებით თვითმფრინავით ჩაიყვანეს. მოლდოვის იუსტიციის მინისტრის ვერონიკა მიხაილოვ-მორარუს განცხადებით, პლახოტნიუკს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ.

ცნობისთვის, პლახოტნიუკი საბერძნეთში ივლისში დააკავეს. ის ათენიდან დუბაიში მიფრინავდა. პირადი ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახელზე მოლდოვის, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ერაყისა და ვანუატუს მიერ გაცემული 21 დოკუმენტი აღმოაჩინეს. მოლდოვაში პლახოტნიუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×