რეზონანსი
25.09.2025

ქუთაისში, სასწრაფოს პარამედიკოსმა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გოგონა სიკვდილს გადაარჩინა, - ინფორამციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს. 

"ქუთაისის რაიონული სამსახურის მე-7 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით "უგონო" მიიღო. მისამართზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას პანიკური მდგომარეობა დახვდა. მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად მყოფმა შუახნის ქალბატონმა სასწრაფოს ექიმებს აცნობა, რომ ოთახში ახალგაზრდა გოგონა იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში.

პარამედიკოსმა გიორგი მიმინოშვილმა ნახა, რომ პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა, რის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.

ელექტროშოკისა და გულ-ფილტვის რეანიმაციასთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა მედიკამენტები და ჟანგბადი. მეოთხე ელექტროშოკის განხორციელების შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა.

პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც დღემდე ინტენსიურ განყოფილებაში ჰოპოკალემიის დიაგნოზით განაგრძობს მკურნალობას.

გვეამაყება

პარამედიკოსი გიორგი მიმინოშვილი

ექთანი ნათია კეთილაძე-გეგუჩაძე

მძღოლი მერაბ ფოცხორაია", - აღნიშნულია გვერდის "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" პოსტში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×