
ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს. ადამიანური კაპიტალისინდექსით საქართველომ შეფასების 100პროცენტიანი სისტემით 87% მიიღო, მსოფლიოში33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. რეიტინგში საქართველოუსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ლუქსემბურგი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი, ლიხტენშტაინი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.
ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოშიავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს.ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა არის.
რაც შეეხება ევროკავშირის ახალ კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინა მსოფლიოსი 47-ე, მოლდოვა კი 62-ე პოზიციაზეა.
ევროკომისიამ ინდექსის ისტორიულ მონაცემებიცგამოაქვეყნა 2003 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. ირკვევა, რომ 2003 წელს ადამინური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდოვნო 12 წლის მანძილზე კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა და დღეს მსოფლიოში 33-ე ადგილზე იმყოფება.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გაერო ამზადებს, რომელიც სტანდარტულად ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იწარმოება.