რეზონანსი
25.09.2025

"4 ოქტომბრის სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მან აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ ირიდებს და აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში.

"4 ოქტომბერს რა შეიძლება მოხდეს - თქვენ ხომ ასე სვამთ კითხვას? სცენარსა და გეგმაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე. მეც იქ ვიქნები, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. რომ ვამბობ, პაატა ბურჭულაძეა ორგანიზატორი-მეთქი, ეს არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას ვირიდებ, არა, ნამდვილად. მე, ანა წითლიძე, აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოს. ახლა მეკითხებით, როგორ მშვიდობიანადო. თქვენ ვარდების რევოლუცია ჩემზე უკეთესად გახსოვთ, - მე პატარა ვიყავი და სკოლაში ვიყავი, მაგრამ თქვენ გახსოვთ. ზუსტად ისე, როგორც 2003 წელს გაიმარჯვა მართალმა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, მშვიდად და წყნარად, ასე შეუძლია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს გამარჯვება. რა მოხდება 4 ოქტომბერს? ეს დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.“-განაცხადა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×