რეზონანსი
25.09.2025

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ჩაკვეტაძემ  დეზინფორმაციის გამავრცელებელი უწოდა.

გამსახურდია აცხადებს, რომ ზელენსკი პირდაპირ ასრულებს „ დიფ სტეიტის“ დავალებას და მას „რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელს“ უწოდებს.

„ აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის, ეს ვოვას პროექტი მასხარა, პირდაპირ ასრულებს დიფ სთეითის დავალებას, ისევე როგორც რუსეთის. ეს რუსებზე ქვეყნის ჩამბარებელი, იცლის და ჩვენზე საუბრობს ტრუბუნიდან, რომელიც უნდა გამოიყენოს საკუთარი ქვეყნის სასიკეთოდ. რას ვიზამთ, ვერ და არ შედგა მასხარადან მსოფლიო პოლიტიკოსი, ისევ ხრეშჩატიკზე, რესტორან პერვაკში, 100 დოლარიან ჩაკუჭული ბიჭად მახსოვს,კლოუნობისთვის“, - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×