რეზონანსი
24.09.2025

„ზელენსკიმ უკრაინას მომავალი დაუკარგა და გაეროდან სუვერენული საქართველო დაამუნათა ე.წ. ანტიევროპულობის გამო; რეალურად კი იმისთვის, რომ "დიპ სტეიტის" საომარ ავანტიურაში ვერ ჩაგვითრიეს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე. 

აბაშიძე აღნიშნავს, რომ “ის დროც არაა შორს, როცა გავერანებული უკრაინის მართლმსაჯულება გაასამართლებს მის ამჟამინდელ მოღალატე მმართველებს, ხოლო საქართველო-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ამ ბოროტი კლოუნების ასპარეზიდან წასვლის შემდეგ გაუმჯობესდება”.

“ზელენსკიმ უკრაინას მომავალი დაუკარგა და გაეროდან სუვერენული საქართველო დაამუნათა ე.წ. ანტიევროპულობის გამო; რეალურად კი იმისთვის, რომ "დიპ სტეიტის" საომარ ავანტიურაში ვერ ჩაგვითრიეს. 

ყველა საღად მოაზროვნემ იცის, რომ ზელენსკი და მისი კორუმპირებული ხროვა არიან "გლობალური ომის პარტიის" ანგარებიანი მარიონეტები, რომელთა პირადი ინტერესები წინააღმდეგობაშია უკრაინელ ხალხთან. 

ის დროც არაა შორს, როცა გავერანებული უკრაინის მართლმსაჯულება გაასამართლებს მის ამჟამინდელ მოღალატე მმართველებს, ხოლო საქართველო-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ამ ბოროტი კლოუნების ასპარეზიდან წასვლის შემდეგ გაუმჯობესდება.” - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×