რეზონანსი
23.09.2025

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი.

„პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი“, - აცხადებს კუპრაძე.

ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, კუპრაძის გამარჯვების შემდეგ, მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დაიწყება.

„თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×