რეზონანსი
23.09.2025

წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გუბა საჯაია ადგილობრივებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ წარუდგინა.

მერობის კანდიდატი მოსახლეობას წალენჯიხის განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი მთავარი პრიორიტეტები სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება. მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო სფეროზე გაამახვილა ყურადღება.

ამომრჩევლებთან შეხვედრა „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×