რეზონანსი
23.09.2025

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას, სპეცრაზმელების რაოდენობაზე და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის (გდდ) წინააღმდეგობის გაწევაზეც ისაუბრა.

წითლიძის განცხადებით, 4 000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს.

"თქვენ ეს გდდ რა გგონიათ? მთელი თავისი სისტემით არის 4000 ადამიანი, სულ რომ ყველა ერთად გამოიყვანოს და მერე მაგას დაამატოს კიდევ საპოლიციო სისტემა. 4000 [ადამიანი] რომელსაც კიდევ 50 კილო აცვია ჩვენამდე რომ მოირბინოს, 4000 გდდ-ს სპეცრაზმელი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, წინააღმდეგობას რომ უწევს, ისეთს, " - აღნიშნა ანა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×