
სამართალდამცავები მობილიზებული არიან უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე სამრეცხაო-საშხაპის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია სამრეცხაოში შევიდა. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საშხაპესთან კავშირში არიან ძმები მიქაძეები.
ასევე, არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ საშხაპეში მდებარეობს ის ოთახები, სადაც საქმის გარჩევები მიმდინარეობდა ძმები მიქაძეების მონაწილეობით.
აღნიშნული საშხაპე ფიგურირებს იმ ჩანაწერებში, რომლებიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში დევს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იქ გადაადგილდებოდა ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული უძილაურიც.
ცნობისთვის, სანდრო წივწივაძის შეცვლილი ჩვენების მიხედვით, ამ ავტოფარეხში ხშირად გადაადგილდებოდნენ ძმები მიქაძეები. წივწივაძე ჩვენებაში ჰყვება, რომ სწორედ ამ ავტოფარეხში შედგა მასა და დავით მიქაძეს შორის სავარაუდოდ მოპარულ იარაღებზე საუბარი, რა დროსაც მიქაძემ დაუდასტურა, რომ ის იარაღები მასთან ინახებოდა.
სწორედ იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდრბით დაკავრბული 27 წლის კაცის ახალი ჩვენების შემდეგ გაჩნდა პირველად ავტოფარეხი საქმეში.