რეზონანსი
22.09.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ლე ჰოაი თრუნგთან.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმის და ლოჯისტიკის მიმართულებით. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა უახლოეს მომავალში, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×