რეზონანსი
22.09.2025

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

განხილული იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და სლოვაკ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×