რეზონანსი
22.09.2025

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან სანიკიძის განცხადებით, 4 ოქტომბერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.

როგორც სანიკიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, კატასტროფულ შეცდომას უშვებენ, რადგან ისინი ბრძოლის ველზე განთავსებული სამიზნეები არიან.

"4 ოქტომბერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, განსაკუთრებით ბოლო 13 წელიწადში, რომელიც არსებითად განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს. ყველას თავის 4 ოქტომბერი აქვს, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი 4 ოქტომბერი აქვს, რომელსაც უნდა სიტუაციის ნორმალიზება, სისტემური ოპოზიციის ჩამოყალიბება, არჩევნების იმიტაციის შექმნა და ამით, დასავლეთსა თუ ავტორიტარულ სახელმწიფოებში იმის ჩვენება, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი.

ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობით ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, კატასტროფულ შეცდომას უშვებს. მე ასე ვუყურებ, 26 ოქტომბერს არჩევნები იდეალურად რომ ჩატარებულიყო, 26 ოქტომბრის მერე იმდენი რამე მოხდა საარჩევნო თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების დარღვევის, პოლიტიკური პატიმრების ციხეში ჩასმის, პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების რეპრესიის თვალსაზრისით, რომ ეს ერთწლიანი ციკლიც კი საკმარისია. აქ მთავარი პრობლემა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აქვს საკუთარ ამომრჩეველთან და ხალხთან. რომ მიუკაკუნებ ჭიშკარზე რა უნდა უთხრა? ცვლილებას მოიტან მოიტან ამ საარჩევნო კოდექსით?

ეს არის ბრძოლის იმიტაცია. შეიძლება ბრძოლის ველზე გახვიდე, მაგრამ შეასრულო სამიზნის ფუნქცია, მეტი არაფერი - ბრძოლის ველზე ხარ, მაგრამ სამიზნე ხარ. არავითარი შანსი არ გაქვს, რომ მოწინააღმდეგე პოლიტიკურად გაანადგურო. ცალსახად, "ლელო" და გახარიას გუნდი სამიზნეა, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" წვრთნები ჩაატარა. ბრძოლის ველი არის რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×