რეზონანსი
22.09.2025

ფოტოგრაფი „დანტესი“, რომელიც საზოგადოებამ კეთილი საქმეების გამო შეიყვარა, აქვეყნებს ინფორმაციას,

რომელიც ტყუპი ძმების რეაბილიტაციას უკავშირდება:

„ტყუპები 2-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგნენ. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა.

მეორე ეტაპი: ტყუპები უნდა წავიდნენ თურქეთში რობოტულ სარეაბილიტაციო ცენტრში.

ახლო მომავალში ყველა დეტალს გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ“, - წერს „დანტესი“ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ტყუპ ძმებს, რომლებსაც ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდათ, რაც სიარულის

შეზღუდვაში გამოიხატებოდა, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე თვის წინ ოპერაცია ჩაუტარდათ.

იქამდე კი „დანტესმა“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ მათ სასწრაფო ოპერაცია და დახმარება სჭირდებოდათ, იმისათვის რომ ფეხზე დამდგარიყვნენ. საზოგადოებამ მათთვის თანხების შეგროვებაც დაიწყო. თავდაპირველად საუბარი სოლიდურ თანხაზე იყო, თუმცა თურქმა ექიმმა მხოლოდ პროთეზების ფული მოითხოვა, ოპერაცია კი უსასყიდლოდ ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×