
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიულ სამყაროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი პროვოცირებს დემოკრატიულ სამყაროს უკრაინაში, ახლა უკვე პოლონეთსა და ესტონეთში.
მისი განცხადებით, რუსეთი უგულებელყოფს დემოკრატოულ სამყროს მათ შორის კიბერშეტევებით ყველგან, საარჩევნო პროცესებში ჩარევით, ხოლო ჰიბრიდული ომით საქართველოში.
"რამდენი გამოფხიზლების ზარი უნდა იყოს?! რუსეთი კვლავაც უგულებელყოფს და პროვოცირებს დემოკრატიულ სამყაროს უკრაინაში, მაგრამ ასევე ახლა უკვე პოლონეთსა და ესტონეთში - კიბერშეტევები ყველგან, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, პროპაგანდისტული ომი, ჰიბრიდული ომი საქართველოში... დროა, ვიმოქმედოთ!", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.