რეზონანსი
21.09.2025

ბოლო პერიოდში რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს, თითქოს კიდევ უფრო აშკარა გახდა ღია მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ. თითქოს მათი რიტორიკა უფრო გამკაცრდა და უფრო შეიცვალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაზე საუბრისას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის გარედანაც ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ღია გახდა. თუ ადრე რაიმე მალულად ხდებოდა, ახალა ამ ყველაფერმა უფრო ღია სახე მიიღო", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა ლევან ხაბეიშვილზეც.

„არ მგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს ოპოზიციაშიც სერიოზულად აღიქვამდნენ. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც" შეიძლება სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან არ არის სერიოზული პოლიტიკოსი, იმ დონის, რომ მის მოსაზრებებს რაიმე წონა ჰქონდეს. თუმცა ის, რომ მას სერიოზულად არ აღიქვამენ, იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც იგი რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადის, ამისთვის შესაბამისი პასუხი არ მოეთხოვოს", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×