რეზონანსი
21.09.2025

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა" და „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.

„არაფერია იმაზე უსამართლო და გულდასაწყვეტი, როცა ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, წამლები, სითბო და მხარდაჭერა.

მოხუცი ბებოები და ბაბუები არ უნდა იძინებდნენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ იმყოფინონ წამლები თვის ბოლომდე.

დღეს პენსიონერებს ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება საკვების, მედიკამენტის შეძენასა და კომუნალური გადასახადის გადახდას შორის. ეს წარმოუდგენელი ტვირთია ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმუშავეს და ახლა ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ სითბოს, სიმშვიდესა და ზრუნვას საჭიროებენ.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.

ეს ჩვენი ვალია!", - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×