რეზონანსი
21.09.2025

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული თ.თ. და წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, 2 პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, კერძოდ: წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×