რეზონანსი
21.09.2025

გუშინ სოფელ ლალისყურისა და ქვემო ალვანის დამაკავშირებელ ხიდზე უმძიმესი შემთხვევა მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული კაცი 48 წლის თემო ბუჟაიძეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯიპის მარკის ავტომანქანაც ჰყავდა და თუშეთის მიმართულებით, მგზავრები გადაჰყავდა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×