რეზონანსი
19.09.2025

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოპოზიციონერების ვიზიტებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან და დავალებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს საქართველოსთან, ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დასტურია, რომ ისინი იმართებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენ დავდივართ და ყოველდღიურად ამომრჩეველს ვხვდებით, ვესაუბრებით იმ პროექტებზე, რასაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის სხვაობა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემსახურება და ესაუბრება ქართველ ხალხს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აკეთებს ქართულ საქმეს. ხოლო მათ მოქმედებას, ზრახვებს ქვეყანასთან დაკავშირებით, საზოგადოება კარგად ხედავს. ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს და როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა მათ განაჩენი, იმავეს გაუკეთებს თვითმმართველობის არჩევნებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×