რეზონანსი
19.09.2025

გარკვეული დროა ვიმყოფები საქართველოში, შვებულებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მომხრეებთან სალაპარაკოდ, საქართველოს რეგიონებში. აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს "ქართულ ოცნებას", მთელი ოპოზიციური ფლანგი, პოლიტიკურად გაცამტვერებულია, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

მისი განცხადებით, ფსევდო-ოპოზიციას რადიკალური სცენარის და არეულობის იმედი აქვს, თუმცა, მათ არაფერი გამოუვათ, ვინაიდან, ყველაფერი ცნობილია და სახელმწიფო რადიკალებს კანონის სრული სიმკაცრით დაუპირისპირდება.

"გარკვეული დროა ვიმყოფები საქართველოში, შვებულებით და რა თქმა უნდა, ჩვენს მომხრეებთან სალაპარაკოდ, საქართველოს რეგიონებში. აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს "ქართულ ოცნებას", მთელი ოპოზიციური ფლანგი, პოლიტიკურად გაცამტვერებულია. ახლა ისმის კითხვა, რისი იმედი აქვს ფსევდო-ოპოზიციას? თავისთავად, რადიკალური სცენარის და არეულობის. არ გამოგივათ წინასწარ გაფრთხილებთ და გეუბნებით, სახელმწიფო, კანონის სრული დაცვით და სიმკაცრით დაგიპირისპირდებათ და პირადად მივიღებ მაგ კეთილ საქმეში მონაწილეობას. დანარჩენს, მიმხვედრი მიხვდება. ყველაფერი ვიცით და ცნობილია, დეტალებში არ შევალ," - წერს გამსახურდია X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×