რეზონანსი
18.09.2025

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მიღებას, რომელიც ბენჯამენ ფრანკლინის სახელობის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკლ რიგასმა უმასპინძლა.

„მიღებაში მონაწილეობდნენ როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, ასევე სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მათ შორის წარმოდგენილი იყო აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი. მასთან საუბარში ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

ღონისძიება კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის პატივსაცემaდ გაიმართა", - წერს საელჩო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×