რეზონანსი
18.09.2025

ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული და კონსტიტუციური გზა ხალხის ნება და არჩევნებია, რომელიც 4 ოქტომბერს ჩატარდება. ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და, რაც მთავარია, ძალადობრივია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, დაუშვებელია რევოლუცია, დამხობა თუ სხვადასხვა პროვოკაცია.

„ვინც აცხადებს, რომ შეიძლება „მშვიდობიანი დამხობა“ და „ლამაზი რევოლუცია“, ამით ანტიკონსტიტუციურ, კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს. რაც შეეხება მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, იმედი მაქვს, არსებული პირები ბოლომდე დარჩებიან თავიანთი იდეის ერთგული, რომ არჩევნები არის ერთადერთი საშუალება, ხალხმა თავისი ნება გამოხატოს. იმედია, ბოლომდე დარჩებიან პრინციპული, რომ არ შეუერთდნენ იმ გიჟურ იდეას, რომელიც სასაცილო ფორმულირებით, „მშვიდობიან დამხობას“ შეესაბამება. მშვიდობიანი დამხობისკენ მოწოდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც კანონით ისჯება. მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, კანონით იყოს დასჯილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×