რეზონანსი
18.09.2025

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სამშაბათს, განაცხადა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა განაახლეს მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის „სავაჭრო დაბრკოლებების“ დასაძლევად. 

მის სოციალური მედიის პლატფორმაზე გაკეთებულ პოსტში, ტრამპმა დაწერა, „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკა და აშშ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. მოუთმენლად ველი დიალოგს ჩემს ძალიან კარგ მეგობართან, პრემიერ მინისტრ მოდისთან, მომდევნო კვირებში. დარწმუნებული ვარ, რომ წინ არ დაგხვდება რაიმე სირთულე წარმატებული შეთანხმების მიღწევაში ჩვენი ორი უძლეველი სახელმწიფოსთვის!“. 

ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე კვირის შემდეგ რაც აშშ-მ დააწესა 50%-იანი ტარიფი ინდურ საქონელზე, მათ შორისაა დამატებითი 25% ჯარიმა რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. 

მიმდინარე კვირის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა, თეთრ სახლში განცხადების გაკეთებისას, ინდოეთისა და აშშ-ს კავშირები მოიხსენია „ძალიან განსაკუთრებულ ურთიერთობებად“ და დაადასტურა, რომ თვითონ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მოდი ყოველთვის დარჩებიან მეგობრებად,  და „არაფერია სანერვიულო“. 

მიუხედავად ამისა, მან გამოხატა უკმაყოფილება იმაზე, თუ „რას აკეთებს“ მოდი დღეს.

ANI-ს შეკითხვაზე, „მზად ხართ გადატვირთოთ ურთიერთობები ინდოეთთან ამ ეტაპზე?, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, „მე ყოველთვის მზად ვიქნები. ჩვენ დავრჩებით მეგობრებად. მოდი უდიდესი პრემიერ-მინისტრია. ჩვენ დავრჩებით მეგობრებად, თუმცა, მე არ მომწონს, თუ რას აკეთებს იგი კონკრეტულ მომენტში. მიუხედავად ამისა, ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობა. არაფერი სანერვიულოა.  ეს შემთხვევითობაა“. 

აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა მის პოსტს ხსენებულ პლატფორმაზე, სადაც მან მოიხსენია, როგორც წამგებიანი „ინდოეთი და რუსეთი ჩინეთისთვის“ და დასძინა რომ მას არ ჰქონდა ასეთ მოლოდინი.

შაბათს, პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ასევე თბილად მოიხსენია ტრამპის მიერ გაკეთებულ  ინდოეთისა და აშშ-ს კავშირთან დაკავშირებულ დასტურზე, და დაამატა, რომ „უაღრესად აფასებს და სრულად იზიარებს“ აშშ-ს პრეზიდენტის მიდგომას და ორმხრივი ურთიერთობების დადებით შეფასებას. 

X-ზე გაკეთებულ პოსტზე, პრემიერ მინისტრმა მოდმა აღნიშნა, რომ მათი ქვეყნების კავშირები „შორსმჭვრეტელია ყოვლისმომცველ და გლობალურ სტრატეგიულ პარტნიორობაში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×