რეზონანსი
18.09.2025

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ჯო უილსონის შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უილსონი თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ განცხადებას აკეთებს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც იღებს თანხებს და შემდეგ ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლია, მათ შორის ისეთი აბსოლუტური ტყუილების, როგორიც ვნახეთ ცოტა ხნის წინ, მაგალითად ტრამპის თაობაზე თითქოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც არის აბსურდი. ქართული პასპორტის მქონე აგენტურა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, უცხოური პასპორტის მქონე აგენტურასთან ერთად იბრძვის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებისთვისა მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთიანობა, ქვეყნის და ერის მთლიანობა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიმართლე რომ თქვას, ეს უნდა გაუკვირდეს საზოგადოებას - მათი ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის ერთი დიდი სიცრუე. ასე იყო წარსულშიც და ასე ახლაც”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩევნებამდე ორ კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს. ამასთან, ჯო უილსონი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დონალდ ტრამპს მატყუარა უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×