რეზონანსი
17.09.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეეფარდა.

გადაწყვწტილება მოსამართლე არსებ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროცესი 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის განხილვა 15:30 საათზე დაიწყო, რადგან ელენე ხოშტარიამ ადვოკატზე და, ზოგადად, დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, თუმცა ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა.

ხოშტარია არც სასამართლო პროცესს დაესწრო.

მოსამართლემ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოცხადდა ხოშტარია პროცესზე.

გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×