
პარტიებმა „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის ერთობლივი კანდიდატები წარადგინეს.
„ლელოს“ ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „ლელოს“ წევრი და სიის პირველი ნომერი ვაჟა დარჩია დასახელდა.
ბათუმის 10 სამაჟორიტარო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები კი არიან:
გენო თებიძე - თამარის დასახლებაში,
ივა ფირცხალაიშვილი - რუსთაველის ოლქში,
ვაჟა დარჩია - ძველ ბათუმში,
მარიზა თებიძე- ხიმშიაშვილის დასახლებაში,
ონისე ხარჩილავა- აღმაშენებლის ოლქში,
რუსლან ცისკარაძე - ჯავახიშვილის დასახლებაში,
ჯემალ ანანიძე - კახაბრის დასახლებაში,
მაია სირაძე - ბაგრატიონის დასახლებაში,
სულიკო გოგოლიშვილი - აეროპორტის დასახლებაში,
მამუკა ტაკიძე ბონი-გოროდოკი - ბარცხანას სამაჟორიტარო ოლქში.