
რუმინეთის ულტრამემარჯვენე ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
„პოლიტიკოს" ინფორმაციით, რუმინელმა პროკურორებმა 16 სექტემბერს კალინ ჯორჯესკუს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა, ძალადობრივი გადატრიალების დაგეგმვაში ბრალი წაუყენეს.
ბრალდებები 2024 წლის დეკემბერში ჩატარებულ პოლიციის ოპერაციას უკავშირდება, როდესაც ოფიცრებმა ბუქარესტისკენ მიმავალი 21 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ზოგიერთი დანითა და იარაღით იყო შეიარაღებული.
რუმინელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი შეტაკებების წაქეზებას და „ძირგამომთხრელი ხასიათის ძალადობრივი ქმედებების" განხორციელებას გეგმავდა, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და „კონსტიტუციური წესრიგის" საფრთხეს შექმნიდა.
პროკურორების თქმით, ჯორჯესკუ და გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი ჰორაციუ პოტრა 7 დეკემბერს შეხვდნენ გადატრიალების დაგეგმვის მიზნით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 6 დეკემბერს გააუქმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც ჯორჯესკუმ გაიმარჯვა სავარაუდო რუსული გავლენის ოპერაციის გამო.
ნატო-ს სკეპტიკოსი კალინ ჯორჯესკუ მოგვიანებით დისკვალიფიცირებული იქნა მაისის განმეორებით არჩევნებში კენჭისყრიდან. თავად კალინ ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.