რეზონანსი
17.09.2025

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

როგორც პროკურორი ნათია ნოზაძე აცხადებს, ხატია ვიბლიანმა

15 წლის ბავშვს ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ადვოკატმა გირაოს შემცირების შუამდგომლობა დააყენა.

„ვიზარებ დანაშაულს და ვინანიებ",- განაცხადა ვიბლიანმა.

მოსამართლის კითხვაზე, თუ რას საქმიანობს ის, ან რამდენი აქვს შემოსავალი, ბრალდებულმა განმარტა, რომ "სპორტსმენია და ამ ეტაპზე შემოსავალი არ აქვს, სოციალურის გარდა".

ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×