რეზონანსი
17.09.2025

"ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის", - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე "ჰექსოგენის" საქმეს.

მისი თქმით, საქართველოს ახლა უკრაინის ხელისუფლებაში "კეთილის მოსურნეები" არ ჰყავს.

"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ "ჰექსოგენის" საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა.

"არ გვყავს კეთილის მოსურნეები ახლა უკრაინის ხელისუფლებაში და, შესაბამისად, მათი ინტერესია, რომ რამენაირად არეულობა მოხდეს ჩვენთან. ასევე, გარე ძალებს აქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, რომ ამ არეულობის ფონზე მღვრიე წყალში თევზი მარტივად დაიჭირონ. ერთიც პრობლემაა, თუ საქართველოში 4 ოქტომბერს ამ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება მოხდებოდა, და მეორეც პრობლემაა, თუ საქართველო გამოყენებული იყო როგორც ტრანზიტულიო ქვეყანა, რადგან ეს ესკალაციის კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს, ტრაილერის მძღოლს, ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს და რომ "ჰექსოგენის" საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისი უნდა ყოფილიყო. რა მიზნით გამოიგზავნა საქართველოში სახიფათო ტვირთი და აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის დაგეგმილ აქციასთან - საკითხზე სუს-ი გამოძიებას განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×