
აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, ბრენდან კარი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, სოციალურ მედიაში რესპუბლიკური პარტიის მიერ განხორციელებულ რეპრესიებს გამოეყოფა, - ამის შესახებ კარმა „პოლიტიკოსთან" ინტერვიუში განაცხადა.
კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობის შემდეგ აღშფოთების ფონზე, ბრენდან კარმა უარყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები უნდა აკონტროლოს.
„ვფიქრობ, საკმაოდ მკაფიო ზღვრის გავლება შეგიძლიათ და უზენაესმა სასამართლომ ეს ათწლეულების განმავლობაში გააკეთა. ჩვენი პირველი შესწორება, ჩვენი სიტყვის თავისუფლების ტრადიცია, იცავს თითქმის ყველას სიტყვას," - აცხადებს კარი.
მისი თქმით, ძალადობისკენ წაქეზებული პოსტები პოტენციურად დაუცველია პირველი შესწორებით, მაგრამ ამასთან აღნიშნავს, რომ არსებობს კანონები, რომლებიც ამ საკითხს ეხება.
„პოლიტიკოსთან" ინტერვიუში აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ონლაინ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას მხარი დაუჭირა.
„ჩვენ უნდა მივცეთ ინდივიდებს საშუალება, შექმნან საკუთარი არხები და თავად აკონტროლონ, რისი ნახვა სურთ. ჩვენ უნდა მივცეთ ინდივიდებს ინსტრუმენტები, რათა შექმნან საკუთარი არხები და გააკონტროლონ ის, რისი ნახვაც სურთ", - თქვა კარმა.