
ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ , - ასე ეხმაურება "საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი" (IDU) "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.
IDU საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა მოახდინოს.
"საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი მოუწოდებს, გათავისუფლდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც გასულ კვირას ყალბი ბრალდებებით იქნა დაპატიმრებული.
ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში ხორციელდება კოორდინირებული კამპანია ყველა დემოკრატიული აქტივისტისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე თბილისში, რათა შეწყდეს უკანონო ქმედებები და აღდგეს კანონის უზენაესობა საქართველოში", - წერია განცხადებაში.