რეზონანსი
16.09.2025

რამდენიმე თვეა, პაატა ბურჭულაძესთან კომუნიკაცია არ მქონია, ამიტომ არ ვიცი, ნეპალის სცენარი იქნება აქ თუ ზიმბამბვესი, წარმოდგენა არ მაქვს, რა სცენარი იქნება, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს" თავისი გზა, ხედვა და სტრატეგია აქვს.

„მე არა ვარ პაატა ბურჭულაძე და მის მიერ გაკეთებულ აქცენტებზე ვერაფერს გეტყვით. იცით, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი სტრატეგია. არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებენ. არ ვიცი, რა დგას მათი ამ სიტყვების უკან, რა კონკრეტული გეგმა აქვთ, რა კონკრეტული ქმედებები აქვთ დაგეგმილი, წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდი ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რამდენიმე თვეა, მასთან კომუნიკაცია არ მქონია, ამიტომ არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ნეპალის სცენარი იქნება აქ თუ ზიმბამბვესი, ეგეც არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, რა სცენარი იქნება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×