რეზონანსი
16.09.2025

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, 10 სექტემბრის ღამეს, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა „მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო".

„რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო. ეს ისეთი თავდასხმაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი ვლადიმერ პუტინი", - განაცხადა ნავროცკიმ.

მისი თქმით, „სავარაუდოდ, ნატო-ს ტერიტორიაზე მსგავსი თავდასხმები აღარ მოხდება, თუმცა ალიანსი მზად უნდა იყოს".

„ნატო კიდევ უფრო უკეთ მომზადებული იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ. მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ამით შეგვიძლია", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×