რეზონანსი
15.09.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" აგონიაშია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რეჟიმი ავითარებს კლასიკურ, რუსულ სცენარს"და ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ქართული ოცნება" „ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს".

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულს ემსახურება „რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების" შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში" .

„რეჟიმი ანვითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს: პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.

ომის შიშის დანერგვის შემდეგ, „ოცნება" ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.

ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.

ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.

ეს ხომ რეჟიმის უუნაროობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მმართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.

აგონია !!!

აგონია აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.

უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლოდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×